იშხნის საწინამძღვრო ჯვარი |
ლოცვა ერისა და მამულისათვის
მამულისათვის
ჩვენ ასე უნდა ვლოცულობდეთ:
„აცხოვნე, უფალო,
ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი: ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა
ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება
შენდა!“
ამ ლოცვაში ჩვენ უფალს ვევედრებით, რომ მან აცოცხლოს
და აკურთხოს თავისი ხალხი, ჯვრის ძალით ჩვენს მორწმუნე ერს გაამარჯვებინოს ურჯულო მტერზე
და ჩვენი ერი თავისი საფარველის ქვეშ დაიცვას.
No comments:
Post a Comment